უშბაზე 4 უცხოელი ტურისტი დაიღუპა

მესტიაში უშბის მწვერვალზე ოთხი უცხოელი ტურისტი დაიღუპა.

როგორც “Newsportal.ge”-ს საგანეგბო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურში განუცხადეს, ტურისტების გაუჩინარების შესახებ შეტყობინება მათ უწყებაში წუხელ გვაინ ღამით შევიდა, დაღუპულები კი დღეს გამთენიისას იპოვეს.

სააგენტოს ცნობით, გარდაცვლილები მესტიაში გადაასვენეს, სადაც ექსპერტებს ელიან, ექსპერტიზის შემდეგ კი თბილისში გადაასვენებენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი