პრემიერ-მინისტრი “Gem Fest”-ის მოსამზადებელ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი განმუხურშ იმყოფებოდა.

პრემიერმა ანაკლია-განმუხურის ტურისტულ ზონაში დაგეგმილი ელექრონული მუსიკის ფესტივალის „gem fest”-ის მოსამზადებელი სამუაოები დაათვალიერა და პროექტის პრეზენტაციას დაესწრო.

მთვრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ ფესტივალი საერთაშორისო დონეზე ქვეყნის იმიჯის ამაღლებას, ინვესტიციების შემოდინებას, ეკონომიკის განვითარებას და მოსახლეობის დასაქმებას შეუწყობს ხელს.

პრემიერმა „gem fest”-ის პარტნიორებს, მათ შორის ფონდ “ქართუს”, რომელმაც პროექტი 20 მილიონ ლარზე მეტით დააფინანსა, მადლობა გადაუხადა.

პრემიერთან ერთად საკურორტო ზონაში სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, რეგიონის გუბერნატორი ლევან შონია და ადგილობრივი მთავრობის პირველი პირები იმყოფებოდნენ

კომენტარები

დატოვე კომენტარი