“ვაგრძელებთ მუშაობას უკრაინაში სააკაშვილის დაბრუნებაზე” – უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო

“საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჰოსპიტალიდან ციხეში გადაყვანის მცდელობა არასათანადო იყო და ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ სააკაშვილის ადვოკატებს” – ამ შინაარსის განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყება ასევე აღნიშნავს, რომ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა მის ციხეში გადაყვანის საშუალებას არ იძლევა.

უკრაინული მხარე საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს პატივისცემით მოეპყრან უკრაინის მოქალაქეს და არ დაუშვან მისი სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ქმედებები.

“ვაგრძელებთ მუშაობას უკრაინაში მის დაბრუნებაზე ჰუმანიტარული მიზეზების, მკურნალობისა და რეაბილიტაციის მიზნით. ასეთი ნაბიჯის აუცილებლობა აშკარაა,”- წერს უწყება ოფიციალურ ვებგვერდზე.

კომენტარები

დატოვე კომენტარი