Vali.ge ამ დროისთვის ატვირთულია ინფორმაცია 407 ათასზე მეტი მსესხებლის შესახებ, რომელთა დავალიანება 3 მილიარდ ლარზე მეტია

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ვებგვერდზე Vali.ge ამ დროისთვის ატვირთულია ინფორმაცია 407 ათასზე მეტი მსესხებლის, 679 ათასზე მეტი სასესხო ჩანაწერის შესახებ, რომელთა სასესხო დავალიანების მთლიანი მოცულობა შეადგენს სამ მილიარდ ლარზე მეტს.

“ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე ატვირთულია შემდეგი საფინანსო ორგანიზაციებიდან შეძენილი სესხები/კრედიტები: სს „საქართველოს ბანკი“, სს „თიბისი ბანკი“, სს „ლიბერთი ბანკი“, სს „სილქ როუდ ბანკი“, სს „ხალიკ ბანკი საქართველო“, სს „იშბანკი საქართველო“.  პარალელურ რეჟიმში, მიმდინარეობს სხვა საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან მოწოდებული ინფორმაციის დამუშავება და უახლოეს პერიოდში ერთიან მონაცემთა ბაზას დაემატება მათი მონაცემები”, – აცხადებენ სამინისტროში.

სესეხბის განულებასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიმდინარე წლის ნოემბერში  განაცხადა, რომლის თანახმად, ახალ წლამდე ბანკი “ქართუ”-ს  ფინანსური დახმარებით, საბანკო დავალიანება ჩამოეწერებათ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ე.წ. შავ სიაში არიან მოხვედრილნი.

 

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი