ვამაყობ მერაბიშვილის გაუტეხელობით, შემართებით და სიმტკიცით – სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი ყოფილი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საპატიმროდან გათავისუფლებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

“მივესალმები ვანო მერაბიშვილის თავისუფლებაზე ყოფნას, მრავალწლიანი უდანაშაულოდ პატიმრობის შემდეგ.
მე ვამაყობ მისი გაუტეხელობით, შემართებით და სიმტკიცით. ვეთანხმები, რომ ივანიშვილი აუცილებლად დასრულდება. დასრულდება არა ჩვენი პირადი გრძნობების გამო, არამედ იმიტომ, როგორც ვანომ თქვა, ჩვენ ქვეყანას სჭირდება წინსვლა და განვითარება.
მოვუწოდებ ყველას შერიგებისკენ, არა წარსულისკენ, არამედ მომავლისკენ სწორებისკენ”, – წერს სააკაშვილი.


საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს დატოვა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი