ვინ არის ახალი ინფრასტრუქტურის მინისტრი [ბიოგრაფიული ცნობები]

ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე ზურაბ ალავიძე, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ცქიტიშვილმა შეცვალა. ცვლილებები საზოგადოებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აცნობა.

მაია ცქიტიშვილი 1974 წლის 2 ივნისს თბილისში დაიბადა.  ის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალისტია, ახალმა იფრასტრუქტურის მინისტრმა განათლება 1991-1996 წლებში  ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო.

1993 წელს პრაღაში მეფე კარლის უნივერსიტეტში გაიარა ჩეხური ენის კურსები, ხოლო 1993- 1994 წლებში სწავლობდა პრაღის ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში საერთაშორისო ვაჭრობის ფაკულტეტზე. 2002 წელს მაია ცქიტიშვილმა სწავლა  კავკასიის ბიზნესის სკოლაში განაგრძო.

1996 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს დასაქმების გაერთიანებულ ფონდში გენერალური დირექტორის თანაშემწედ. 1997-2002 წლებში იყო ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზების“ ჯერ კომერციული დირექტორის თანაშემწე, ხოლო შემდეგ ხელშეკრულებების განყოფილების უფროსი. 2002-2003 მუშაობდა ავიაკომპანია “Georgian Air” კომერციისა და ოპერაციების დეპარტამენტში უფროს მენეჯერად. 2003-2005 წლებში იყო შპს „ბურჯის“ ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, შემდეგ ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსი. 2005 წელს მუშაობა განაგრძო „ქართუ ჯგუფში“ პრეზიდენტის თანაშემწედ საერთაშორისო ურთიერთობებში.

2006 წელს იყო სს „ბაგები სითი ჯგუფი“ პროექტების მენეჯერი, ხოლო 2007-2008 წლებში სს „პარქთაუნის“ დირექტორი. 2009 წელს მუშაობას აგრძელებს შპს „ქართუ მენეჯმენტში“ დირექტორის თანამდებობაზე. 2012 წლის 1 ნოემბრიდან დღემდე იყო საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და ქალიშვილი

კომენტარები

დატოვე კომენტარი