წულუკიანი ბოკერიას: “ამორგეთ თავი ტელეფონიდან და მომისმინეთ”

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას აგვისტოს ომზე ისაუბრა. წულუკიანს სხდომაზე დეპუტატმა გიგა ბოკერიამ მიმართა, რომ ხმამაღლა ესაუბრა, რადგან არ ესმოდა. რაზეც წულუკიანმა ბოკერიას მისი უფრო ყურადღებით მოსმენა ურჩია.

“მე თქვენზე, ბატონო გიგა, დროს მერე დავხარჯავ, ეჭვი გაქვთ ალბათ, რომ უპასუხოდ არ დაგტოვებთ. გავაგრძელებ იმით, რომ ჩვენი ქვეყნისთვის და თქვენთვისაც ალბათ სასიცოცხლო დავაზე, აგვისტოს ომის საკითხზე ვაგრძელებთ დავას სტრასბურის სასამართლოში, თუმცა ეს თქვენ არ გაინტერესებთ. აგვისტოს ომზე ვლაპარაკობ და ტელეფონში გაქვთ თავი ჩარგული, ამორგეთ ეს თავი და მომისმინეთ, რა გავაკეთეთ ჩვენ“, – განაცხადა წულუკიანმა.

მინისტრმა ისაუბრა საქართველო-რუსეთის სახელმწიფოთაშორის დავებზე, მათ შორის, ე.წ. დეპორტირებულების საქმეზეც.

პარლამენტში იუსტიციის მინისტრს უსმენენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი