ხობის მერიის თანამშრომლები ისრაელის საზღვრზე გააჩერეს – “საშინელ პირობებში ვართ, წყალიც კი არ გვაქვს”

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის 4 თანამშრომელი, რომლებიც იერუსალიმში მოსალოცად მიდიოდნენ, ისრაელის საზღვარზე არ გადაუშვეს. ერთ-ერთი თანამშრომელი ცოტა ხნის წინ “Newsportal.ge”-ს დაუკავშირდა და უთხრა, რომ საშინელ პირობებში არიან და დახმარებას ითხოვენ.

“არაფერი უკითხავთ, ისე გადმოგიყვანეს სადღაც შენობაში, განმკითხავი არავინაა, საშინელ პირობებში ვართ, საშინლად გვექცევიან ქართველებს, პირადი ნივთები ჩამოგვართვეს, არ ვიცი როგორ მოვახერხე ტელეფონის დამალვა. დაგვცინიან, ცუდად გვექცევიან, წყალიც კი არ არის, ერთმანეთს დაგვაშორეს და ცალკ-ცალკე ვყავართ, თურმე აქ ხალხი კვირაობით ჰყავთ. ციხის საკნები გეგნობეთა, ისეთი ცუდი პირობებია. იქნებ ვინმე დაგვეხმაროს”, – აღმნიშნა მერიის თანამშრომელმა, რომელმაც საკთარი და თანამშრომლების ვინაობის გასაჯაროებისგან თავის შეკავება გვთხოვა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი