ხობში დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეში დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.

70 წლის მამაკაცს, სამი დღის მანძილზე ოჯახის წევრები, სამართალდამცავები და სამაშველო სამსახურის ბრიგადები ეძებდნენ. მამაკაცი ქვიშის კარიერზე დარაჯად მუშაობდა და მისი ცხედარი სამსახურთან ახლოს მდებარე არხში იპოვეს. სხვა დეტალები ამ დრომდე უცნობია.

როგორც “newsportal.ge”-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკველობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი