ხვალ გიგა ოთხოზორიას სახელობის ტურნირი ჩატარდება

ხვალ, 18 ივნისს სოფელ ხურჩის ცენტრში მდებარე საფეხბურთო მოედანზე, ხურჩაში დაღუპული გიგა ოთხოზორიას სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში გაიმართება. შეხვედრა 13 საათზე დაიწყება, ერთმანეთს კი არასამთავრობო სექტორის წარმოამდგენლებით, საჯარო მოხელეებით, დევნილებით და ხურჩის მცხოვრებლებით დაკომპლექტებული გუნდები შეხვდებიან.

ტურნირის დასწრების მსურველებს უფასო ავტობუსები მოემსახურებიან. გულშემატკივართა ავტობუსები გუბერნიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან 12 საათზე გავლენ.

გიგა ოთხოზორიას სახელობის ტურნირის ჩატარების ორგანიზატორი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ფონდი აფხაზეთი და საფეხბურთო კლუბი „ზუგდიდია“.

გიგა ოთხოზორია 19 ივნისს, ხურჩა-ნაბაკევის ე.წ.  სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მესაზღვრემ საკონტროლო გასროლით მოკლა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი