“ყველა ინსტრუმენტს გამოვიყენებთ, რათა საერთაშორისო თანამეგობრობა ინფორმირებული იყოს გალში მომხდარ ფაქტზე”

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გალის რაიონში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა.

მინისტრის განცხადებით, ამჟამად ქართული მხარე ინტენსიურად მუშაობს, რათა ყველა მის ხელთ არსებული ინსტრუმენტის გამოყენებით, დროულად დადგინდეს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ობიექტური გარემოებები.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის მეშვეობით გუშინ ჩვენთან შემოვიდა ინფორმაცია, აღმაშფოთებელი ფაქტის შესახებ, რომ საქართველოს მოქალაქემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ჩვენ გადავდგით ნაბიჯები იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ყოფილიყო ინფორმირებული ამ ფაქტთან დაკავშირებით. გვქონდა საუბარი ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს სპეციალურ წერმომადგენლებთან, ასევე ჟენევის თანათავმჯდომარეებთან, მუდმივ კავშირზე ვართ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან.“-ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გალის რაიონში 29 წლის ქართველი ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტან დაკავშირებით განაცხადა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი