ყველაფერი კეთდება, რათა საქართველოში კორონავირუსის შემოტანის პრევენცია მოვახდინოთ – მინისტრი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყანაში ყველაფერი კეთდება, რათა საქართველოში კორონავირუსის შემოტანის პრევენცია მოხდეს.

ტიკარაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ინფექცია მაინც დაფიქსირდა, ქვეყანა მზად არის, პაციენტებს სწრაფი და ხარისხიანი გადაუდებელი დახმარება გაუწიოს.

„მინდა, საჯაროდ გადავუხადო მადლობა სამედიცინო პერსონალს, ეპიდემოლოგების მთელ გუნდს, ლუგარის ლაბორატორიის, ასევე დაავადებათა კონტროლის სამსახურის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებს თავდაუზოგავი შრომისა და აქტიური თანამშრომლობისთვის. მოგეხსენებათ, დღეიდან დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, კერძოდ კი ლუგარის ლაბორატორიას ვირუსის იდენტიფიცირება/დიაგნოსტირების საშუალება აქვს“, – აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი