ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ანაკლიის კონსორციუმს გვერდით დავუდგეთ – ნათია თურნავა

იმედი გვაქვს, რომ ანაკლიის კონსორციუმი ჩაეტევა ვადაში, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა გვერდით დაუდგეთ მათ, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, არის მოლოდინი, რომ ანაკლიის კონსორციუმი თავის ვალდებულებას შესრულებს.

„ნუ გავასწრებთ მოვლენებს, პროექტი ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამიტომ დიდი მოთმინებით ველოდებით კონსორციუმის მხრიდან მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი