ზუგდიდი-მესტიის საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა

რამდენიმე დღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, ზუგდიდი-მესტიის საავტომობილო გზაზე, სოფელ ბეჩოს მონაკვეთთან, მეწყერი ჩამოწვა.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ამ დროისთვის საავტომობილო გზა ცალმხრივად აღდგენილია და გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები. მისივე თქმით, ადგილზე მობილიზებულია ორი ერთეული მძიმე ტექნიკა და უახლოეს საათებში საავტომობილო გზაზე მოძრაობა ორმხრივად აღდგება.

უამინდობის გამო აღნიშნულ მონაკვეთზე მეწყერი წუხელ გვიან ღამით ჩამოწვა, რის გამოც დილიდან გადაადგილება პარალიზებული იყო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი