ზუგდიდის მერიის ააიპ “ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის” დირექტორის მოადგილე ზაზა ფარცვანია სოციალურ ქსელში აქცია სირცხვილიას” მონაწილეების მისამართით შეურაცხმყოფელ პოსტებს ავრცელებს.
ზუგდიდის მერიაში “newsportal.ge”-ს განუცხადეს, რომ უწყებისთვის პროტესტის ნებისმიერი ფორმა, რომელიც მეორე ადამიანის ღირსებას შეურაცხყოფს, მიუღებელია.
“კონკრეტულ საკითხს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახური შეისწავლის, რის შემდეგაც მოხდება სანქციის ფორმის განხილვა”, – აცხადებენ მერიაში.