ზუგდიდის ცენტრალური ბაზარი დაიხურა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, ზუგდიდში ცენტრალური ბაზარი დღეიდან აღარ იმუშავებს.

ზუგდიდის მერის, გიორგი შენგელიას განცხადებით, არსებული რეკომენდაციების დაცვა სავაჭრო ობიექტზე ვერ ხერხდება, რის გამოც მისი დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს.

ბაზრის თანამშრომლები აცხადებენ, რომ ისინი არავის გაუფრთხილებია, ბაზრის დაკეტვის შესახებ, ამიტომ სავაჭრო საქონელი უკვე ნაყიდი აქვთ.

მოვაჭრეები ადგილობრივ ხელისუფლებას სავაჭრო დროის რამდენიმე დღით გახანგრძლივებას სთხოვენ იმისათვის, რომ უკვე ნაყიდი საქონელი გაყიდონ და არ გაუფუჭდეთ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი