ზუგდიდის გამგეობამ ,,ერთი თბილი ოთახი“-ს განხორცილება დაიწყო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მიმდინარე წელს, ახალი პროექტის ,,ერთი თბილი ოთახი“ განხორციელება დაიწყო, რომელიც მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის ერთი ოთახის კეთილმოწყობას გულისხმობს.

პროექტში 10 ოჯახია ჩართული, პროექტის ღირებულება კი 50 000 ლარია. კომისიამ პრიორიტეტული ოჯახები ანკეტირების შედეგების შეჯამებისა და ვიზუალური(ფოტო) მასალის განხილვის შედეგად გამოავლინა.წლის ბოლომდე პროექტში კიდევ ერთი ოჯახი ჩაერთვება და საბოლოო ჯამში სარგებელს 11 ოჯახი მიიღებს.

ერთი ოთახის კეთილმოწყობის სამუშაოები ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი