ზუგდიდის გამგეობიდან გათვისუფლებული 8 თანამშრომელი სასამართლოში ჩივის

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გათვისუფლებული 30-მდე ტანამშრომლიდან 8-ს სასამართლოში საჩივარი შეაქვს. მათ ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს.

ასოციაციის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელ ჯემალ ჭკადუას განმარტებით, გათავისუფლებულტაგან მათ ორგანიზაციას 8 ადამიანმა მიმართა და სწორედ საია დაიცავს მათ ინტერესებს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში.

“ჩვენი ბენეფიციარების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, შესაძლოა, მათი გათავისუფლების გადაწყვეტილებას ჰქონოდა პოლიტიკური საფუძველი. ჩვენ ვეცდებით სასამართლო დავის დროს გამოვკვეთოთ სწორედ ის შესაძლო პოლიტიკური ნიშნები, რაც მათი გათავისუფლების საფუძველი გახდა”, – განმარტა ჭკადუამ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი