ზუგდიდის მე-18 სააჩევნო უბანზე დაპირისპირება მოხდა

ზუგდიდის მე-18 საარჩევნო უბანზე “ქართული ოცნების” და “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

როგორც თავისუფალი დემოკრატების დამკვირვებელმა ეგნატე შამუგიამ “Newsportal”-ს განუცხადა უბანზე ქართული ოცნების ქალაქის მაჟორიტარობის კანდიდატი მერაბ ქვარაია და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი თემურ მარკოზია მივიდნენ, “რომელთაც კომისიის თავმჯდომარე და ერთ-ერთი წევრი უბნიდან გაიყვანეს და სავარაუდოდ მითთებებს აძლევდნენ”, შამუგიას განმარტებით ამ ფაქტმა კომისიის წევრების და დამკვირვებლების პროტესტი გამოიწვია.

“ჩვენ მოვუწოდეთ კომისიის თავმჯდომარეს, რომ დაბრუნებოდა თავის სამუშაო ადგილს, რაზეც საკრებულოს წევრის თემურ მარკოზიას მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა მივიღეთ, რასაც დაპირისპირება მოყვა” – განაცხადა შამუგიამ.

მე-18 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე რომან გოგოხია კი მერაბ ქვარაიასთან საუბარს უარყოფს.

“გარეთ მოსაწევად გამოვედი, თუმცა მერაბ ქვარაია მე არ მინახავს, აქ იყო მხოლოდ თემურ მარკოზია, რომელიც ჩემი ნათესავია და პირად საკითხებზე ორი სიტყვით ვისაუბრეთ” – აღნიშნა გოგოხიამ.

ამ წუთებში მე-18 საარჩევნო უბანზე სიმშვიდეა, ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და პერიმეტრზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

კომენტარები

დატოვე კომენტარი