ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით დაკავებული ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობიდან 50 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად დაკავებულ სამ პირს, ისინი მოსამართლემ 30-30 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 182-ე, 338-ე, 332-ე, 342-ე და 210-ე მუხლებით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ 8 ნოემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ოთხი პირი დააკავეს, რომელთაგანაც სამი მოქმედი, ერთი კი, ყოფილი საჯარო მოხელეა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი