ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ ლიტვის დელეგაციას უმასპინძლა

ლიტვის რესპუბლიკის ქალაქ იონავას მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ოფიციალური ვიზიტით ზუგდიდის მუნიციპალიტეტს სტუმრობენ.
დელეგაციას მერის პირველი მოადგილე გია გულორდავა, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი თენგიზ შანავა, განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი კობა ჯიქია, მალხაზ ჭეჟია, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები შეხვდნენ.
„ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ლიტვა-საქართველოს პარტნიორული ურთიერთობები და ორი ქვეყნის ქალაქებს შორის მჭიდრო კულტურული, ეკონომიკური, პოლიტიკური თანამშრომლობა”-აღნიშნა შეხვედრაზე გია გულორდავამ.
ვიზიტის მიზანია ქალაქ იონავასა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტს შორის ტურისტული, საინვესტიციო, ეკონომიკური და კულტურული პროექტების ერთობლივი დაგეგმვა და განხორციელება.

ქალაქ იონავას წარმოამდგენლებმა დიდი მადლობა გადაუხადეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტს მოწვევისთვის და შემდგომი მჭიდრო თანამშრომლობისითვის მზაობა გამოთქვეს.
ლიტვის დელეგაციის ვიზიტი 23-დან 27 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან ქალაქ იონავას ვიცე-მერი ერლანდას ანდრიუსი, ტრანსპორტის დეპარტამენტის წარმომადგენელი ოთარას ურბანასი, საკრებულოს წარმომადგენლები კესტუტი მაციონი და ბირუტე გაილაინი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი