ზუგდიდის მუნიციპალიტეტში თოვლმა საცხოვრებელი სახლი დაანგრია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დმინისტრაციულ ერთეულებში, ურთაში, ინგირში, კახათში, ჭკადუაშში, ორსანტიასა და ორულუში, უხვმა ნალექმა თოვლის სახით, რამდენიმე ოჯახს საცხოვრებელი სახლი დაუზიანა.

ურთაში მცხოვრებ ჯანიკო ფეტელავას ოჯახს საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაენგრა. ფეტელავების ოჯახში მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე მამუკა წოწერია, გამგეობის თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა და მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ.

მამუკა წოწერიას ინფორმაციით, დაზარალებულ ოჯახებს გამგეობა 1000 ლარის ფარგლებში დაეხმარება და შესაბამისი განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში სამასალე მორების მიღებაზე შუამდგომლობას გაუწევს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი