ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ყველაზე სუფთა სოფელი, ქუჩა და ეზო გამოვლინდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ყველაზე სუფთა სოფლის, ქუჩისა და ეზოს გამოსავლენად გამოცხადებული კონკურსი დასრულდა.

კონკურსში გამარჯვებულები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში გამართულ შეხვედრაზე ფოტო მასალის განხილვის შედეგად გამოავლინეს.

კომისიის გადაწყვეტილებით, ყველაზე სუფთა სოფელი:

1-ანაკლია
2-დარჩელი
3-რიყე
4-ორსანტია
5-შამგონა

ყველაზე სუფთა ქუჩა:
1-რიყე (აღმაშენებლი ქუჩა)
2-შამგონა (გამსახურდიას ქუჩა)
3-დარჩელი (ზვიად გამსახურდიას ქუჩა)
4-ანაკლია (რუსთაველის ქუჩა)
5-ორსანტია (აღმაშენებლის ქუჩა)

ყველაზე სუფთა ეზო:
1-ახალაბასთუმანი (პაატა გოგელიას ეზო)
2-ახალსოფელი (გოგი ჩქვანავას ეზო)
3-კახათი (მურთაზ ნარმანიას ეზო)
4-დარჩელი (ოთარ კოდუას ეზო)
5-შამგონა (ელგუჯა შარიას ქუჩა)

გამგეობამ ყველაზე სუფთა სოფლის, ქუჩისა და ეზოს გამოსავლენად კონკურსი მაისში დაიწყო.

კონკურსი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ მხარდაჭერილი “მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს” კონკურსის – “სუფთა რეგიონი” – ფარგლებში ჩატარდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი