ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყულიშკარში, ველოდი ქვარაიას საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. მათივე ცნობით, ხანძარმა სრულად გაანადგურდა საყოფაცხოვრებო ნივთები და ავეჯი.

შემთხვევის ადგილზე საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავა და გამგებლის მოადგილე თამაზ ჟორჟოლიანი იმყოფებდნენ. გამგეობის ინფორმაციით, დაზარალებული ოჯახი შესაბამის დახმარებას მიიღებს.

ადგილზე  მობილიზებული იყო სახანძრო და სამაშველო ბრიგადები. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი