ზუგდიდის საავადმყოფოს ექიმს სცემეს

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის ექიმს გიორგი გერლიანს არასრულწლოვანი დაესხა თავს და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ახალგაზრდა ექიმს ოჯახის წევრის გარდაცვალებაში ადანაშაულებს. როგორც ცნობილია, თავდასხმაში ბრალდებულის ოჯახის წევრი ოპერაციის შემდგომი გართულებებით გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი