ზუგდიდის რაიონის საკრებულოს ფრაქცია “რესპუბლიკელების” წევრებმა თემურ მარკოზიამ და რევაზ თორდიამ ფრაქცია დატოვეს და პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოში” გაწევრიანდნენ.
მათი გადაწყვეტილება დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე უწყების თავმჯდომარე ლაშა გოგიამ გაახმოვანა.
“Newsportal.ge” გადაწყვეტილების მიზეზებთან დაკავშირებით თემურ მარკოზიას დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება პირადად მიიღო, თუმცა კონკრეტული მიზეზები არ დაუსახელებია.