ზუგდიდის სათადარაგო სტადიონის მშენებლობა იწყება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდის უეფას მე-3 კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის დასასრულებლად და სათადარიგო სტადიონის ასაშენებლად გამარჯვებული კომპანია უკვე გამოავლინა.

„მაქრო ქონსთრაქშენი“ ჯანაშიას ქ. N5-ში არსებულ სტადიონზე არსებულ სამუშაოებს დაასრულებს და პარალელურად ახალი ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობას განახორციელებს. მიმდინარე სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ დაათვალიერეს.

ძირითად სტადიონზე არსებული ბალახის საფარის დემონტაჟი და ახლის მონტაჟი განხორციელდება, გადაიხურება ტრიბუნები, მოეწყობა მოედნის განათება, შიდა და გარე საინჟინრო კომუნიკაციები, კეთილმოეწყობა ტერიტორია. სათადარიგო სტადიონი გათვლილია 1200 მაყურებელზე და მასზე მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი, დამონტაჟდება ხელოვნურსაფარიანი მოედნის სარწყავი და სადრენაჟე სისტემა, შიდა და გარე საინჟინრო კომუნიკაციები, მოეწყობა მოედნის განათება, განხორციელდება კეთილმოწყობის სამუშაოები.

სამშენებლო სამუშაოები საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 10 მილიონი ლარია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი