ზუგდიდის თეატრს ფონდი “ქართუ” გაარემონტებს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით,  ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრის რეაბილიტაციას   ფონდი „ქართუ“ განახორციელებს. ივანიშვილის თქმით, თეატრი 2018 წლამდე გარემონტდება.

“მე ეს გავიგე გუშინ. აქვე გპირდებით, რომ 2018 წლისთვის გავარემონტებთ. როდესაც ზუგდიდში მოვდიოდი, გავარკვიე, რომ არც ერთი მომართვა არ იყო ზუგდიდან. საჯაროდ ვამბობ, როდესაც ვიყავი ბოტანიკურ ბაღში, დახმარება შევთავაზე და გვიან შემეხმიანენ, ასევე დადიანების სასახლეში როდესაც ვიყავი, დახმარება შევთავაზე და საჭიროდ არ ჩათვალეს. სამწუხაროდ, არ მოსულა არაფერი ჩემამდე ზუგდიდის თეატრიდან. საჯაროდ გეუბნებით, რომ 2018 წლამდე ჩვენ მოვახერხებთ და  თეატრს გავარემონტებთ, „ქართუ“ ფონდი მყავს მხედველობაში და არა ხელისუფლება”,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი