ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. თვითმხილველების ინფორმაციით, შუა ხნის მამაკაცი ავტომობილიდან გადავიდა და ფეხით მოსიარულე ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც მეუღლე ახლდა თან, ცივი იარაღით დაჭრა. დაშავებული ჰოსპიტალიზებულია.
როგორც “Newsportal.ge”-ს შსს-დან აცნობეს, პოლიციამ დანაშაული ცხელ კვალზე გახსნა და შუა ხნის მამკაცი უკვე დაკავებულია. საქმე სსკ-ის 117 მუხლით არის აღძრული, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
დანაშაულის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.