ზუგდიდში ჭაში 70 წლის მამაკაცი ჩავარდა

ზუგდიდში, მედეას ქუჩაზე ჭაში მამაკაცი ჩავარდა. თვითმხილველების განმარტებით, ის რამდენიმე კაციანი ჯგუფის წევრია, რომელიც ოიჯახმა ჭის გასაწმენდად გამოიძახა. მათი თქმით, ჭაში გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობისას მიწა ჩაიშალა და მამაკაციც სწორედ ამ დროს ჩავარდა დაახლოებით, 9-10 მეტრი სიღრმის ჭაში.

მისი ამოყვანა ჯერჯერობით ვერ ხერხდება, უცნობია მისი ამჟამინდელინ მდგომარეობაც.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე აღიძრა სსკ-ის 124-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.

კომენტარები

დატოვე კომენტარი