ზუგდიდში გამოკვლეულ 52 პირს კორონა ვირუსი არ დაუდასტურდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეოა ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში, ncdc სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების მიერ აღებული 52 ნიმუშის პასუხი უარყოფითია, ასევე უარყოფითია 11 მაისს ფოთში აღებული 6 ანალიზის პასუხი. დღეს რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში დამატებით ბიოლოგიური მასალების აღება მოხდება.

ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროითვის 12 პირი იმყოფება. რაც შეეხება თვითიზოლაციას რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 176 პირია თვითიზოლაციაში. თვითიზოლაცია მოეხსნა 913 მოქალაქეს.

Hსაკომენდანტო საათის დროს გადაადგილების წესების დარღვევისათვის დაჯარიმდა 1 პირი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი