ზუგდიდში, მამაკაცის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ზუგდიდში, ტოლსტოის ქუჩაზე, მომხდარ დაჭრის ფაქტზე სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს.

შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრეს.

დაჭრილი მამაკაცი კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, პაციენტის მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი