ზუგდიდში მამაკაცს ბლაგვი საგნით თავის არეში დაზიანებები მიაყენეს

ზუგდიდში დაპირისპირება მოხდა. მამაკაცს დაზიანება, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით თავის არეში მიაყენეს. შუახნის მამაკაცს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

ერთ-ერთი ვერსიით, შელაპარაკება თხილის ქარხანასთან მოხდა. მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი