ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ცენტრალური გზა გადაკეტეს

ამ წუთებში ზუგდიდში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. გადაკეტილია ცენტრალიური გზა. აქცია “ნაციონალური მოძრაობის” მიერაა ორგანიზებული.

მანამდე აქციის მონაწილეებმა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ამდინისტრაციაში შეჭრა სცადეს, თუმცა ამის საშუალება სამართალდამცავებმა არ მისცეს.

როგორ ენმ-ს წარმომადგენლები ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებენ, აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ფაროსანა მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურებაა.

აქციის მონაწილეებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე, კობა ქანთარია შეხვდა. ვიცე-გუბერნატორის განცხადებით, მთავრობა ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს აგრძელებს მაგრამ  კომპენსაციებს ვერ გასცემს. მისივე განცხადებით, მოსახლეობასთვის შესაწამლი პრეპარატების დარიგება ამ დროისთვისაც მიმდინარეობს.

ამ წუთებში გამსახურდიას ქუჩაზე საავტომობილო გზა გადაკეტილია, რის გამოც მანქანების მოძრაობა პარალიზებულია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი