ზუგდიდში შვედეთის დელეგაცია იმყოფება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ შვედეთის დელეგაცია მიიღო. შვედეთის დელეგაცია ზუგდიდში ერთი კვირის მანძილზე საგანმანათლებლო დაწესებულებებს ესტუმრება და ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს.

მაიზერ ნანავამ სტუმრებს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების განხორციელება და გამოცდილების გაზიარება.

შეხვედრას, როგორც ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე, პროექტში ჩართული საბავშვო ბაღებისა და საჯარო სკოლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ზუგდიდსა და ქალაქ მოლნდალს (შვედეთი) შორის ურთიერთანამშრომლობა 2015 წლის თებერვალში დაიწყო. ორივე მხარის მიერ შეირჩა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც აქცენტი ქალაქებს შორის თანმშრომლობაზე განათლების სფეროს მიმართულებით გააკეთა.

2015 წლის აპრილში ქალაქ მოლნდალის განათლების და ბავშვთა ზრუნვის დეპარტამენტის ინიციატივითა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის აქტიური ჩართულობით, შვედეთის განვითარებისა და თანმშრომლობის სააგენტოს საგრანტო კონკურსზე წარედგინა პროექტი: „ქალაქ ზუგდიდისა და ქალქ მოლნდალის მუნიციპალური ურთიერთანამშრომლობა განათლების საკითხზე“.

პროექტი საერთაშოერისო ორგანიზაცია ICLD ( საერთაშორისო ცენტრი ადგილობრივი დემოკრატიის განვითრებისათვის) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი 2019 წელს დასრუდლება. ეს ზუგდიდში შვედური დელეგაციის მესამე ვიზიტია.

ინფორმაციას შვედეთის დელლეგაციის ვიზიტის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი