ზუგდიდში ვლაქერნობა აღინიშნება

ზუგდიდშ ვლაქერნობის დღესასწაული აღინიშნება. ტრადიციულად დღეს დილიდან დადიანების ისტორიული სასახლის საცავიდან ღვთისმშობლის კვართი გამოაბრძანეს. სასულიერო პირებმა და მრევლმა კვართთან ერთად ქალაქში მსვლელობა მოაწყეს, რის შემდეგაც წმინდა სამოსელი ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში დააბრძანეს.

მრევლს კვართთან მიახლოება მოლოცვა მთელი დღის განმავლობაშ შეეძლება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი