ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილე აღნიშნეს

ზუგდიდში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.

ფოტოგამოფენას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, შს მინისტრი გიორგი გახარია და პარლამენტარები დაესწრნენ.

ზვიად გამსახურდიას სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში აღევლინა.

ღონისძიებები საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი