ზუგდიდში წყალარინების ცენტრალიზებული სისტემის მშენებლობა მიმდინარეობს

ქალაქ ზუგდიდში წყალარინების (კანალიზაციის) თანამედროვე ქსელი კეთდება.  სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს.

მიმდინარე სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილესთან დავით კოდუასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

პროექტი ითვალისწინებს მთელი ქალაქის ამორტიზებული წყალარინების სისტემის  რეაბილიტაციას და 180 კილომეტრამდე წყალარინების ქსელის მოწყობას. მშენებლობის პროცესში ადგილობრივი (ქართული) წარმოების გოფრირებული მილები გამოიყენება.

ზურაბ ალავიძის განცხადებით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, ქალაქს ექნება წყალარინების სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა და ადგილობრივ  მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული საყოფაცხოვრებო პირობები მოუგვარდება.

პროექტს აზიის განვითარების ბანკი 85 მილიონ ლარამდე აფინანსებს.  სამუშაოები 2020 წლის დასაწყისში დასრულდება.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი