ზურაბ ქადაგიძე: “პაატა ბურჭულაძე მიხეილ სააკაშვილს შეხვდა”

“ახალგაზრდული ცენტრის” ხელმძღვანელმა, ზურაბ ქადაგიძემ, საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და პაატა ბურჭულაძის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

ქადაგიძე ბურჭულაძის პარტიას “ნაციონალურ მოძრაობასთან” აიგივებს და აცხადებს, რომ “პაატა ბურჭულაძე 4-5 დღის წინ, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშილს ჟენევაში შეხვდა. საიდუმლო შეხვედრის ამსახველ დოკუმენტაციას ველოდები ჩემი ევროპელი მეგობრისაგნ, რომელსაც მალე გავასაჯაროებ. შეხვედრის პარალელურად, საქართელოში ბურჭულაძის პარტია დატოვა მისმა წევრებმა და ამავე დროს, დაიგეგმა “ნაციონალური მოძრაობის” სატელიტ პარტიებთან, “ახალ საქართველოსთან” და “გირჩთან” გაერთიანების შესახებ სამოქმედო გეგმა”, – განაცხადა “ახალგაზრდული ცენტრის” ხელმძღვანელმა ზურაბ ქადაგიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლი აცხადებს, რომ ვინაიდან “ნაციონალურ მოძრაობასთან” ღია თანამშრომლობა პოლიტიკურად წამგებიანია, პაატა ბურჭულაძემ ცალკე, ფარულად მოქმედება გადაწყვიტა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი