ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე ოფიციალურად განაცხადა

დამოუკიდებელმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ მიმდინარე წლის საპრეზიდენტი არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს.

როგორც ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, საპრეზიდენტო მარათონში ჩაბმის გადაწყვეტილების მიღება მისთვის რთული იყო.

„მე ვაყენებ ჩემს კანდიდატურას ოფიციალურად პრეზიდენტობაზე. ეს არის ჩემი გადაწყვეტილება. ეს არის გადაწყვეტილება, რომელზედაც ბევრი ვიფიქრე და გადაწყვეტილების მიღება არ მომხდარა ერთ დღეში იმიტომ, რომ ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი