განმუხურში ბოტანიკური ბაღი გაშენდება

განმუხურში 83 ჰექტარ მიწის ფრთობზე ბოტანიკური ბაღი გაშენდება. აა(ი)პ “განმუხურის ბოტანიკური ბაღის” დაფუძნებაზე გამგებლისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე ზუგდიდის რაიონის საკრებულო ხვალ იმსჯელებს.

“newsportal.ge”-ის ინფორმაციით, ბაღის გაშენებისთვის საჭირო ხარჯებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს.

ამ და სხვა დეტალების გადასამოწმებლად “newsportal.ge” ზუგდიდის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგიას დაუკავშირდა, რომელმაც განმარტა, რომ ეკონომიკის სამინისტროს ბაღის გასაშენებლად გამოყოფილი ტერიტორია უკვე გადასცა მუნიციპალიტეტს.

“ახლა დარჩენილია მხოლოდ მუნიციპალურ დონეზე შესაბამისი პროცედურები, რის შემდეგაც განმუხურში მართლაც გაშენდება ულამაზესი ბოტანიკური ბაღი. გიდასტურებთ, რომ ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი სხვა დონორ ორგანიზაციებთნ ერთად ამ საქმეს დააფინანსებს”, – განაცხადა გოგიამ.

მისივე თქმით, ბოტანიკური ბაღის გაშენება განმუხურში სავარაუდოდ, შემოდგომაზე დაიწყება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი