ვინც ფილერს იყენებს, pfizer-ით აცრამ შესაძლოა გართულება გამოიწვიოს – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ვისაც ხშირად აქვს ფილერი გამოყენებული, Pfizer-ით ვაქცინაციის შემდეგ, შესაძლოა, ადგილობრივი გართულებები ჰქონდეს.

„როცა ადამიანი მივა აცრაზე, იქ სპეციალური ჩეკლისტია. ერთი კითხვა დაემატა „ფაიზერის“ ჩეკლისტს, 12, თუ 11 კითხვაა. თუ კითხვაზე პასუხი არის დიახ, შეიძლება მომატებული იყოს რისკი. ექიმი მას იმ პერიოდში არ აცრის და გადაამისამართებს დამატებითი გამოკვლევებისთვის შესაბამის სპეციალისტთან. „ფაიზერს“ ახასიათებს გარკვეული ადგილობრივი და არა სისტემური, ანუ არა ანაფილაქსიური გართულებები იმ ადამიანებში, ვინც ხშირად იყენებს ფილერს. დამატებით ამას შეეკითხებიან, რადგან ვისაც ფილერები ხშირად აქვს გამოყენებული, „ფაიზერის“ იმუნიზაციის შემდეგ შეიძლება, ჰქონდეს ადგილობრივი გართულებები, რომლებიც საჭიროებს შემდეგ მკურნალობას“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან, AstraZeneca-თი დაიწყო. 24 მარტს კი ქვეყანაში Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები ჩამოვიდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი