ოპოზიციამ ზუგდიდში საპროტესტო აქცია გამართა

ზუგდიდში, ოპოზიციამ საპროტესტო აქცია გამართა. მონაწილეები ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან მსვლელობით მივიდნენ, სადაც სამართალდამცველებმა სიტუაციის გასაკონტროლებლად ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს.

აქციის მონაწილეები საოლქო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის გადაყენებას მოითხოვდნენ.

ადგილზე იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია. მან შეკრებილებს მოუწოდა, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილებისთვის წუთიერი დუმილით პატივი მიაგეგოთ.

აქციის მონაწილეებს „ლელოს“ და „დროას“ წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში მე-11 მაჟორიტარული ოლქის ბიულეტენების გადათვლის შემდეგ, ოლქში შედეგები შეიცვალა და გამარჯვებული “ქართული ოცნების” კანდიდატი სოსო გოგოხია გახდა.

მელიას შეფასებით, „ქართული ოცნება“ ჩართულია „მძიმე გაყალბების პროცესში“, რადგან “ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვებული კანდიდატი დამარცხებულად გამოაცხადეს.

მომდევნო აქცია ოპოზიციამ 14 ოქტომბერს თბილისში დაანონსა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი