12 სექტემბერს სამეგრელოს მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია დროებით შეეზღუდება

კომპანია “ენერგო პრო ჯორჯია” სამეგრელოს მოსახლეობას ხვალ, 12 სექტემბერს, ელექტროენერგიის  შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს. ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო  ელექტროენერგიის მიწოდება  შეეზღუდება:

წალენჯიხა – 10:30 -18:00 საათამდე, 1  606 აბონენტს კვარაცხელიას, სალიას,   წმ.ნინოს და მიმდებარე ქუჩებზე. ასევე სოფელ მიქავაში. 11:00-16:00 საათამდე, 763 აბონენტს სოფელ ჯგალში, ხოლო 11:00-17:00 საათამდე, 125 აბონენტს სოფელ მუჟავაში.

ზუგდიდი – 11:00-18:30 საათამდე , 226 აბონენტს სოფლებში ზედა ეწერი და ორულუს ნაწილში. 12:00-18:30 საათამდე, 670 აბონენტს სოფელ კორცხელსა და ბაშში.

მარტვილი –  12:00-19:00 საათამდე, 128 აბონენტს სოფელ დოშაყეში. 12:00-18:30 საათამდე 171 აბონენტს სოფელ ნოღას ნაწილში. 12:05-16:00 საათამდე, 69 აბონენტს სოფელ ლეხაიდრაოს ნაწილში.

სენაკი – 15:00-17:00 საათამდე 450 აბონენტს სოფლებში ეკი, მენჯი, სახარბედიო.

კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგმომხმარებელთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი