24 ივლისს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია დროებით შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

24 ივლისს, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:

ზუგდიდი. 10:00 -18:30 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით  2147 აბონენტს სოფლებში კორცხელი,  ანაკლია, ყულიშკარი, განმუხური. ერგეტა და მიმდებარე სოფლებში. 11:00-16:30 საათამდე 380 აბონენტს სანქტ-პეტერბურგის, ერევნის, ბაქოს    და მიმდებარე ქუჩებზე.

აბაშა. 11:00-15:00 საათამდე 10 აბონენტს სოფელ ზანათში.

მარტვილი. 11:20-17:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 301 აბონენტს სოფლებში ჯოლევი, დ/ჭყონი, გაჭედილი და მიმდებარე სოფლებში.

ჩხოროწყუ. 12:00-18:30 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 2301 აბონენტს.სოფლებში ნაკიანი, კირცხი, ქვედა ჩხოროწყუ და მიმდებარე სოფლებში, ჩხოროწყუში ჭავჭავაძის,  დ. აღმაშენებლის, ჯანაშიას, ყაზბეგის, ქებურიას და მიმდებარე ქუჩებზე.

ფოთი. 13:40-18:30 სათამდე  160  აბონენტს მამუკა კაცაძის, პაიჭაძის, შევჩენკოს და მიმდებარე ქუჩებზე. 15:00დან 18:30 საათამდე 908 აბონენტს ჭავჭავაძის, ფალიაშვილის, ბელინსკის და მიმდებარე ქუჩებზე.

წალენჯიხა. 16:40-17:40 საათამდე 750 აბონენტს სოფლებში საჩინო, ლია, ჯვარი და მიმდებარე სოფლების ნაწილში.

მესტია. 09:00-18:00 საათამდე აბონენტების ნაწილს სოფლებში ჟიბიანი, ბოგრეში, ლალხორალი, წვიმრი, ზარდალში.

კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა  ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი