3 ნოემბერს სამეგრელოს მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო 3 ნოემბერს,  სამეგრელოს მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება  შეეზღუდება. “ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, შეზღუდვები ეხება შემდეგ ქალაქებს და მუნიციპალიტეტებს:

ზუგდიდი – 09:00-18:30 საათამდე  36740 აბონენტს  მთლიანად ქალაქი ზუგდიდი (ცენტრის გარდა), ასევე სოფლებში კახათი, დარჩელი, ნარაზენი, ცაიში, ოდიში და მიმდებარე სოფლებში. 08:00-18:30 საათამდე  კი 1702 აბონენტს  სოფლებში რუხი, რიყე, ტყაია და მიმდებარე სოფლებში.

წალენჯიხა – 09:00-18:30 საათამდე  2345 აბონენტს ქალაქი წალენჯიხა მთლიანად (გარდა ცენტრისა). ასევე სოფლებში ეწერი, ნაცატუ, ობუჯი და მიმდებარე სოფლებში, ხოლო 11:00-18:00 საათამდე 218 აბონენტს სოფელ მუჟავა, ჯვარის ნაწილი.

სენაკი –  09:00-18:30 საათამდე  1639 აბონენტს სოფლებში უშაფათი, კიროვი, ზანა და და მიმდებარე სოფლებში.

ჩხოროწყუ – 09:00-18:30 საათამდე  7103 აბონენტს სოფლებში ლესიჭინე,  ხაბუმე, ჭოღა-ნაფიჩხოვო, ქვედა ჩხოროწყუ  და მიმდებარე სოფლებში.

ხობი – 09:00-18:30 საათამდე  3128 აბონენტს სოფლებში ხიბულა, ხამისკური, საჯიჯაო და მიმდებარე სოფლებში.

აბაშა –  11:00-18:00 საათამდე  147 აბონენტს სოფელ კეთილარში.

ფოთი –  10:00-13:00 საათამდე 623 აბონენტს  ქ.ფოთში აღმაშენებლის, ერეკლე II, სამეგრელოს  და მიმდებარე ქუჩებზე. 14:00-16:00 საათამდე  კი 486 აბონენტს ქ.ფოთში  თავდადებულის, შევჩენკოს, კოკაიას და მიმდებარე ქუჩებზე.

მარტვილი –  11:00-18:30 საათამდე  789 აბონენტს სოფლებში სალხინო, დ/ჭყონში. 14:45- 18:30 საათამდე 981 აბონენტს სოფლებში მუხურჩა, ვედიდკარი, ბანძაში.

“ენერგო პრო ჯორჯიას” ცნობით, სამუშაოების დასრულების შემდე აბონენტთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი