ააიპ “ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის” 26 თანამშრომლიდან ხვალიდან სამსახურის გარეშე რჩება 19 თანამსრომელი.
რეოგორც “Newsportal.ge”-ს ცენტრის დირექტორმა ზვიად ქარჩავამ განუცხადა, “აღნინულ თანამშრომლებს ამოეწურათ ხელშეკრულების ვადა, რომელიც აღარ გაუგრძელდებათ”.
“ამ ეტაპზე არ არის საჭიროება, რომ ამ ადამიანებმა იმუშაონ ჩენს ცენტრში. რჩება მხოლოდ 8 თანამშრომელი. თუ სამომავლოდ დაგვჭირდება, რა თქმა უნდა, ისევ მოვიწვევთ მათ”, – აღნიშნა ქარჩავამ, რომელიც აღნიშნული გადაწყვეტილების “ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის” საქმიანობასთან დაკავშირებით სუს-ში მიმდინარე გამოძიებასთან კავშირს უარყოფს.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, შესაძლო დანაშაულის გამოვლენის მიზნით, ააიპ „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, “ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრი“-ს საქმიანობის შესწავლა გასულ თვეში დაიწყო.