“ბატონო გახარია, ისე არ მოხდეს, რომ აქეთ გახდეთ უახლოეს პერიოდში დასაბარებელი” – ნიკა მელია

თბილისში პარლამენტის წინ გამართულ აქციასთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში საგამოძიებო ორგანოში ოპოზიციის ლიდერების დაბარებას ნიკა მელია გამოეხმაურა.

მისი თქმით, “ქართული ოცნება” მის დაკავებას ხელისუფლებაში მოსვლის წუთიდან ცდილობს.

“ბატონო გახარია, ისე არ მოხდეს, რომ აქეთ გახდეთ უახლოეს პერიოდში დასაბარებელი, რომ დაგიბარებთ ხალხი ეს გარდაუვალია. უკვე გიბარებთ და ის გუგუნის ხმა წესით და რიგით უკვე უნდა გესმოდეთ. 7 წელია გახარია და ივანიშვილის ჩემი დაკავების მოლოდინში არიან. აღარც მახსოვს მერამდენე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. თუ არ ვცდები მეხუთე თუ მეექვსეა. მაგრამ ეს რომ შველოდეს გახარიას, გამოსავალია მათთვის?!“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი