სტამბოლში მომხდარ აფეთქებებს მსხვერპლი მოჰყვა

სტამბოლში, ათათურქის აეროპორტში ცოტა ხნის წინ ორი აფეთქება მოხდა.

აფეთქებების შემდეგ აეროპორტი დაიკეტა. ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი და სასწრაფო დახმარების მანქანები.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, შემთხვევას სულ მცირე 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 40-მდე კი დაშავდა და ისინი სხვადასხვა ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი.

თურქული მედიის ცნობით, ერთ-ერთი აფეთქება სავარაუდოდ, თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო.

კომენტარები

დატოვე კომენტარი