გიორგი კვირიკაშვილმა ჩხოროწყუში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტრი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენის დროს განაცხადა, რომ მთავრობა 2020 წლის ბოლომდე საქართველოში ყველა მთავარი ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულებას აპირებს, როგორიც არის აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, ჩრდილოეთ-სამხრეთის დამაკავშირებელი გზები. პრემიერის თქმით, ამ პროექტების განხორციელება ქვეყნის ეკონომიკას და ტურიზმს მნიშვნელოვნად განავითარებს.
„ამ ამოცანის განხორციელება შეუძლებელია თანამედროვე სატრანზიტო ინფრასტრქუტურის გარეშე. ეს არის ანაკლიის პორტი, რომლის მშენებლობის საწყისი სამუშაოები წლის ბოლომდე დაიწყება. გამარჯვებული კომპანია გამოვლენილია, მასთან მიმდინარეობს საბოლოო მოლაპარაკებები. ეს არის ქართულ-ამერიკული კონსორციუმი, რომელიც უკვე მუშაობას დაიწყებს წელს. სამ წელიწადში პორტის საწყისი ეტაპი უნდა დამთავრდეს და ანაკლიის პორტმა უნდა დაიწყოს დიდი გემების მიღება, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის იქება გარდაამტეხი წერტილი. სამეგრელო გახდება მომავალი საქართველოს მომავალი განვითარების ლოკომოტივი. ყველაფერ ამისთვის უმთავრესი ბაზისი არის ქვეყნის უსაფრთხოება. დამეთანხმებით, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში ამ მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.